სოციალურ ქსელში გაჩნდა ფეიკგვერდები, სადაც მიზანმიმართულად მიმდინარეობს, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დისკრედიტაცია. პირველი – თითქოს მან დედამთილი დაჭრა, რომელიც საავდმყოფოშია გადაყვანილი; მეორე – საქმე ეხება 1 დღის ჩვილის გაშვილებას. გვერდზე, რომელიც „დავეხმაროთ ერთმანეთის“ სახელით არის დარეგისტრირებული, „ბავშვის მშობელი“ წერს, რომ რუსუდან შარაძემ მისი ბავშვი ფულის სანაცვლოდ გააშვილა და თავად დედას უთხრეს, რომ შვილი გარდაიცვალა.
ამ „ისტორიის“ გაგრძელება ისაა, რომ თითქოს დედამ ჩვილი მოგვიანებით იპოვა, მაგრამ სად და რა ვითარებაში, ე.წ. „დაზარალებული“ უკვე ამის შესახებ არ წერს. თავად შარაძე მის წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიას, მამის მკვლელობის საქმეს უკავშირებს და აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ორგანიზატორობა გაუწია დათა ახალაიამ, ხოლო ფიზიკურად, შეასრულეს სპეცრაზმელებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ.
for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.
ქალბატონო რუსუდან, რა ხდება თქვენს გარშემო, რატომ და რა მოტივით ხდება თქვენი სახელის კრიმინალთან დაკავშირება?
რუსუდან შარაძე: სასაცილოა და მდარედ შესრულებული ყველაფერი. სხვა დროს რომ მომხდარიყო, არც ღირდა ყურადღების გამახვილება. აღსანიშნავია, რომ ფეიკნიუსები გავრცელდა მაშინ, როდესაც პატრიარქის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია პიკს აღწევდა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შოკში იყო. ახალი არაფერი ჩამიდენია, მაგრამ ვიღაცამ ჩემთვის მაინც მოიცალა. დიდი ხანია, ვიცი, რა ძალასთან მაქვს საქმე. სოციალური ქსელები სანამ ასეთი პოპულარული გახდებოდა, რა არ მომიგონეს. ყველაფერს რომ თავი დავანებო, გაიხსენეთ, რა ჭორები დაყარეს მამაჩემის მკვლელობისთანავე. რად ღირს თირკმლის ისტორია, თითქოს, გიორგი ბარათელმა იმიტომ მოკლა გურამ შარაძე, რომ ის თირკმლის ამოჭრას უპირებდა. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად ვარ.
ფაქტია, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამის უკან?
– მტერი არ მყავს, გარდა მამაჩემის მკვლელებისა. ვგულისხმობ მთლიანად, სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ მეგობრებს. დღეს, ისინი გადანაწილებულები არიან სხვადასხვა პარტიებში. კონკრეტულად, ვერავის დავადებ ხელს. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ისვრიან კენჭებს. თუ უნდათ, ტყვიებიც ისროლონ. ჩემ წინააღმდეგ რაც არ უნდა ჩაიდინონ, ვერაფერი შეცვლის ფაქტს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ორგანიზატორობა გაუწია დათა ახალაიამ, ხოლო ფიზიკურად, შეასრულეს სპეცრაზმელებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ. ყველაფერი დევს მკვლელობის საქმეში და ვერავინ აუვლის გვერდს. სუს–ს მეტი მტკიცებულებები აქვს.
თუ მიმართეთ პროკურატურას, თუ არ მიგიმართავთ, რატომ? არ ენდობით? და თუ არ ენდობით, ამის მიზეზიც გექნებათ...
– ოფიციალურად, არ მიმიმართავს, მაგრამ დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლურიც რომ იყოს, „დანაშაულის ნიშნებს“ თუ არ შეიცავს, არაფერს ნიშნავს. არ ვიცი, რა იგულისხმება „დანაშაულის ნიშნებში“, მაინცდამაინც, ვიღაცას გული გაუსკდეს? მარტო მე ხომ არა ვარ, რამდენ ადამიანზე ვრცელდება საშინელი ცილისწამება?! ნებისმიერს შეუძლია, ვისაც მიზანში ამოიღებს, ანონიმურად გაუვრცელოს, რაც მოესურვება. თუმცა, კანონი კიდეც რომ მაძლევდეს შესაძლებლობას, მაინც არ დავხარჯავდი დროსა და ენერგიას.
ეს ფეიკნიუსი უკავშირდება გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს?
– ჩემი აზრით, მხოლოდ, გურამ შარაძეს უკავშირდება და მე არაფერ შუაში ვარ. თავიანთ ჭკუაში, ჩემი „თავის მოჭრით“, მამაჩემის პიროვნებისა და მისი მკვლელობის საქმის დისკრედიტაცია სურთ. თუმცა, პირიქით ხდება და უზომოდ მადლიერი ვარ იმ უამრავი მეგობრისა თუ უცხო ადამიანის, ვინც საკადრისი პასუხი გასცა ცილისმწამებლებს. ნახეთ, რა ხდება ქვეყანაში?! ყოველდღე დასტურდება, რომ გურამ შარაძე ცამდე მართალი იყო ყველაფერში, რასაც ამბობდა. დღეს, სააკაშვილი თავს იმართლებს და ბოკერიას ადებს ხელს ანტიქართული და ანტისაეკლესიო პოლიტიკის გატარებაში, დასტურად, კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს გვაჩვენებს.
ორივეს ერთად ამხელს მათი შავბნელი საქმეების მოწმე და მონაწილე ნინო ბურჯანაძე. საეკლესიო პირები გამოდიან ტელევიზიით და ადასტურებენ ყველა სიტყვას, რასაც გურამ შარაძე 15–20 წლის წინ ამბობდა და რაც საპატრიარქოში დაატრიალა სააკაშვილის ბანდამ. ახლა, როდესაც პატრიარქის წინააღმდეგ გაუგონარი ცილისმწამების მომსწრენი გავხდით, ვინ არ მირეკავდა, ვინ არ მწერდა და ყველა ერთიდაიგივეს მეუბნებოდა – რა მართალი იყო მამაშენი! კეთილისმსურველებს თუ გაახსენდათ, მკვლელებს დაავიწყდებოდათ? გურამ შარაძეზე რა ფეიკი უნდა შექმნან? ამიტომ მოიცალეს ჩემთვის.
თქვენ არ გჯერათ, რომ მკვლელი არის ბარათელი და შეხვდით კიდევაც მას, რატომ გამორიცხავთ რომ მკვლელი არის ბარათელი? თქვენ სულ ამბობდით, რომ გიორგი ბარათელს მოტივი არ ჰქონია, რომ გურამ შარაძე მოეკლა და ამიტომ მის ბრალეულობას ეჭვქვეშ აყენებდით...
– ძალიანაც რომ მოენდომებინა, ბარათელი ამ მკვლელობას ასე პროფესიონალურად ვერ ჩაიდენდა. ეს სპეცრაზმელების შესრულებულია. ბარათელს არც მოტივი ჰქონია, მაგრამ მარტო ამის მიხედვით არ ვმსჯელობ. ვეყრდნობი ე.წ. „ალდაგის“ ფირს, რომელზეც მკვლელობაა აღბეჭდილი და იქ ბარათელი არსად ჩანს. ვეყრდნობი, აგრეთვე, თვითმხილველების ჩვენებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბარათელისგან სრულიად განსხვავებული მკვლელი (თუ მკვლელები) ნახეს.
ვეყრდნობი მაშინდელ ძალოვან სისტემაში მომუშავე მოწმეებს, რომლებიც ყვებიან გაუგონარ ისტორიებს, ხელს ადებენ დათა ახალაის და ასახელებენ მკვლელობის შემსრულებლებს – თემურ ჯგერენაიასა და გია ფაჩულიას. ვეყრდნობი, საქმის მასალებს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ შეკერა თეთრი ძაფით სააკაშვილის ე.წ. გამოძიებამ გურამ შარაძის მკვლელობა. ის გახსნილია, დარჩენილია, მხოლოდ, ოფიციალურად გამოცხდება.
რა ხდება გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ?
– მას შემდეგ, რაც პროკურატურის კარი გამოვიჯახუნე, ამ საქმეზე სრული სიყრუეა. გურამ შარაძის სახელს ტაბუ ადევს ყველაგან. დღეს, ე.წ. პოლიტიკოსები ერთმანეთს ხოცავენ საკითხებისთვის, რაც მამაჩემთან სისხლხორცეულად არის დაკავშირებული და მისი სახელის ხსენებაც არ არის. მკვლელები რომ ჩუმად არიან, ბუნებრივია, მაგრამ მეცოდება „ოცნება“, სადაც უამრავი გულშემატკივარი მყავს და თვალებში ვერ მიყურებენ. ისინი ემორჩილებიან პოლიტიკურ კონიუქტურას, რადგან გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება არ სურს ბიძინა ივანიშვილს. მიზეზი არ ვიცი, მხოლოდ, შემიძილია ვივარაუდო. თუმცა, ვფიქრობ, დროებითია ეს ყველაფერი. ჟამთასვლა ბევრ რამეს გადარეცხავს და დარჩება, მხოლოდ, შიშველი სიმართლე.
რა გითხრათ ბარათელმა როდესაც მას შეხვდით?
– 2016 წლის გაზაფხულზე, გიორგი ბარათელს სამჯერ შევხვდი გლდანის ციხეში. საათობით ვისაუბრეთ. ის მოყვა თავის ვერსიას. რაღაც დეტალები არ დაემთხვა ჩემსას, მაგრამ 100%–ით თავი არასდროს დამიდია, რომ ჩემ მიერ ჩამოყალიბებული ვერსიის ყველა ნიუანსში სიცხადეა. ჩემთვის მთავარია ერთადერთი – გიორგი ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს. მკვლელობის მომენტში, ის საერთოდ არ იმყოფებოდა მელიქიშვილის გამზირზე. ბარათელი და მე შევთანხმდით, გამოძიება თუ დადებდა ერთ მტკიცებულებას იმის დასტურად, რომ მისი ნაამბობი სიმართლეა, მაშინ პროკურატურას ოფიციალურად მისცემდა ჩვენებას.
მეუბნებოდა – შენ აქედან გახვალ, მე საკანში უნდა შევბრუნდეო – და მაგალითად მოყავდა ფაქტი, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან, დაიწყო ყვირილი, შველას ითხოვდა საზოგადოებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროკურატურას სთხოვდა, დამკითხეთ, მე არ მომიკლავს გურამ შარაძეო. ექსკლუზიური მასალები, სწორედ, თქვენს გამოცემაში იბეჭდებოდა. პასუხად რა მიიღო? 2012 წლის ნოემბერში, ციხეში პროვოკაცია მოუწყვეს და ორწლიანი სასჯელი დაუმატეს. მითხრა ისიც, რომ ყოველ ჯერზე, მიმართავდა პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებისთვის, აგრეთვე, მიმართავდა ე.წ. უდო–ს კომისიას, მაგრამ სულ უარს იღებდა. ფიქრობდა, ეს იყო ტესტი, რომ „ოცნებას“ არ სურდა გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა.
სად არის ახლა ბარათელი?
– მერე აღარ მინახავს. 2017 წლის 17 ნოემბერს, გამოვიდა ციხიდან. 2018 წლის 10 აპრილს, პრესკონფერენცია გავმართე, სადაც მტკიცებულებებით ვამხილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ ის ხელს უშლიდა გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას. ზუსტად, 19 დღეში, გიორგი ბარათელმა საქართველო საბერძნეთის გავლით დატოვა და მისი კვალი ევროპაში დაიკარგა. ეს არის პროკურატურისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაცია. ჩემი აზრით, ის ქვეყნიდან გაიყვანეს, ყოველ შემთხვევაში, ვიღაც რომ დაეხმარა, დააფინანსა და საბუთები გაუკეთა, ფაქტია.
ექსკლუზიურად გეტყვით, რაც არსად მითქვამს – შარშან, ჩემი წყაროებით, მას ევროპის ერთ–ერთ ქალაქში მივაგენი. როგორც გავიგე, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩემი წერილი გადასცეს, სადაც ვთხოვდი, გამომხმაურებოდა. თუ თანახმა იქნებოდა, „რკინის ქალამნებს“ ჩავიცვამდი, მტკიცებულებებით „შეიარაღებული“ ჩავიდოდი და შესაბამის ორგანოებს დავუმტკიცებდი, რომ ის არის მსხვერპლი, საქართველოში დღესაც იდევნება და მისი სიცოცხლე ისევ საფრთხეშია.
2011 წელს, შვეიცარიამ, ხომ მამაჩემის მკვლელობის გამო მომცა პოლიტიკური თავშესაფარი?! დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე, ერთად რომ წარვდგებოდით, ვინ დაგვიდგებოდა წინ?! ბევრი ვიფიქრე, სანამ წერილს გავგზავნიდი. ვშიშობდი, არ დამეფრთხო. ალბათ, ძალიან გაოცდებოდა, როდესაც გაიგებდა, რომ იქაც მივაგენი. თუმცა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, არ გამომეყენებინა შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად, სხვაგან მაინც ეზეიმა სამართალს. არ გამომეხმაურა. მესმის მისი. არ ვიცი, ახლა სად არის, დაკავშირების მცდელობაც აღარ მქონია.
გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში არ იყო ამ საქმის გამოძიება, მაგრამ „ქართული ოცნება“ რატომ არ იძიებს გურამ შარაძის მკვლელობას? ვის აფარებენ ხელს?
– „ოცნებამ“ შესანიშნავად გადაიბარა „ნაცმოძრაობის“ საათივით აწყობილი მემკვიდრეობა. ნაცებისთვის და მათი ანასხლეტებისთვის ყველაფერი დაშვებულია და ამას ეძახიან დემოკრატიას. მათი არ ეშინია ივანიშვილს, რადგან სიმართლეც რომ თქვან, იცის, ხალხს სძულს ისინი. „ოცნებას“ რომ სამართალი დაემკვიდრებინა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა ციხეში მოხვდებოდა და პარტიაც აიკრძალებოდა, როგორც ფაშისტური, ძალადობრივი ორგანიზაცია. მერე ვინ ეყოლებოდათ საპირწონედ, რომელი ბუათი შეგვაშინებდნენ?! იმათ, ვინც დღეს რუსთაველზე იკრიბება, სანამ „ოპოზიცია“ ერქმევა, ივანიშვილი მუდამ გამარჯვებული იქნება.
მამის მკვლელობაში პირად მოტივს გამორიცხავდით და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდით და მკვლელობის დღიდან ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ ეს მკვლელობა მაშინდელმა პრეზიდენტმა შეუკვეთა. თუ ამ ვერსიას გავყვებით, გამოდის, რომ პროკურატურა სააკაშვილის დანაშაულის დაფარვას ცდილობს?
– დიახ, სამწუხაროდ, ასეა. მეტიც – ნახეთ, სად არიან დღეს გურამ შარაძის მკვლელობის მთავარი მოწმეები? ბართელზე გითხარით. გურიკა ქადარია, რომლის ჩვენების საფუძველზე, როგორც ახლადაღმოჩენილი გარემოება, 2014 წელს ხელახალი გამოძიება დაიწყო, კარგა ხანია, გადახვეწილია საქართველოდან. კიდევ ერთი „ოქროს“ მოწმე, ვახტანგ გაბელია, სუს–მა ისე გადამკიდა, რომ შარშან, აქეთ მოკვლით მემუქრებოდა. რაც შეეხება მკვლელებს – თემურ ჯგერენაია, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. გია ფაჩულია, სამეგრელოში, შსს–ს დაქვემდებარებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, ერთ–ერთი განყოფილების უფროსია.
ქალბატონო რუსუდან, ფიქრობთ, რომ ამ საზარელი მკვლელობის მოტივი, ისევე როგორც მკვლელი, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება?
– მკვლელებზე გითხარით. პოლიტიკური მოტივი თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ მკვლელობის ისეთი ფანტასტიკური სცენარი დადგეს, რომ თავდაპირველად, დაუჯერებლადაც ჟღერდა ჩემი განცხადებები. თუმცა, არც სააკაშვილის ოფიციალური ვერსია მიიღო ხალხმა. დღეს, უკვე ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ არ დაინახო – გურამ შარაძე მოკლეს იმიტომ, რომ გურამ შარაძე იყო!
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რა ტაქტიანად და ადამიანურად იქცევა, საუბრობს...იმდენ სითბოს და სიყვარულს ასხივებს, გეგონება აწყობილი ცხოვრება ჰქონდეს. არადა, რამდენი დარდი და ტკივილი აქვს მას, გულით სატარებელი!
აი, რას ნიშნავს განათლებულ და კულტურულ ოჯახში აღზრდა! ეს, რომ აღარ გვქონდეს და პრიმატებს ვგავდეთ, ამაზე მუშაობდა ნაცების ბანდა... ამაში უშლიდა გურამ შარაძე ხელს ბოკერიას, სააკაშვილს და ყველა, ქართული სახელმწიფოებრიოს მტრებს. ამისთვის მოკლეს ის... და ჩვენ, იმის გაკვეთილი ჩაგვიტარეს, თუ რა მოელის ყველას, ვინც გაბედავს და ეროვნული ღირებულებების დაცვას დაიწყებს. ამის ეშინოდათ და ეშინიათ დღესაც. ამის შიში ექნება ყველა ხელისუფალს, ვინც ხელისუფლებაში ჯიბის გასასქელებლად მოდის!
რაც შეეხება ახლანდელ ხელისუფლებას, არაფერი განსაკუთრებული იმაში არ არის, რომ ეს მკვლელობა არ გამოიძიეთ. ვინც ამ მკვლელობის არსი ვიცით, იმათთვის ეს უკვე მტკიცებულებაა... ბევრი რამის მტკიცებულება!
აგე ილიას მკვლელობაზე ----- ევროპამ მოაკვლევინაო...ოღონდ მაშინაც ქართველმა შეასრულა
ასე იყო ზვიადის ამბავიც---მით უმეტეს გაააფრთილეს დინების წინაააღმდეგ მიდიხარო ...დავალება მაშინაც ქართველმა შეასრულა..
კლიმიაშვილი მიშამ მოაკვლევინა ....ამერიკელებთან რამდენჯერმე ჩაუშვა .და იმიტომ . უბრალოდ ის უპატრონო აღმოჩნდა და მისი მკვლელობა ადვილად მიფუჩეჩდა....