დავით ჩიხელიძე: სამარცხვინოა ყოველივე ის, რაც დღეს რუსთველის გამზირზე ხდება

დავით ჩიხელიძე: სამარცხვინოა ყოველივე ის, რაც დღეს რუსთველის გამზირზე ხდება

“სამარცხვინოა ყოველივე ის, რაც დღეს რუსთველის გამზირზე ხდება” – ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილლებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ბბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. მისი შეფასებით, ოპოზიცია არის დესტრუქციული ძალა, რომლის მიზანიც, 90-იანი წლების საქართველოში დაბრუნებაა.

“განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა,  რომ ოპოზიციის მიზანს, საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნება წარმოადგენს, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს კი საქართველოს პროგრესი და განვითარება გვსურს, აღნიშნული მიზნის მიღწევა კი დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად შეუძლებელი ჩანს.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემებს, დეტალებში არ შევალ და სათითაოდ არ განვიხილავ, მაგრამ შევეცდები ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. უნდა ვიცოდეთ, რომ იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და თითოეულ მათგანს აქვს როგორც პლუსი ასევე მინუსი, შესაძლოა საარჩევნო სისტემა იდეალური იყოს Y ქვეყანაში, მაგრამ X არ იმუშაოს, ამიტომ არასწორი მიმაჩნია აპელირება, რომ თუ კონკრეტული სისტემა წარმატებულია X ქვეყანაში, ის წარმატებული იქნება საქართველოში.

ჩვენ გვავიწყდება მთავარი, პარადოქსია მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო ერთი მხრივ არის უძველესი კულტურის მქონე, მაგრამ მეორე მხრივ ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყანა. საქართველოს პოლიტიკური შემადგენლობა არ გვაძლევს უფლებას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, რადგან დღევანდელ უპრინციპო ოპოზიციის არ გააჩნია ვალდებულება ქვეყნის წინაშე, არ აქვთ მორალი და პრინციპები, რაც პროპორციულ არჩევნებში ესოდენ მნიშვნელოვანია.

შევხედოთ ევროპის ქვეყნების ისტორიას, სადაც სწორედ პროპორციულმა სისტემამ გამოიწვია სახელისუფლებო კრიზისი, რომელმაც დააზარალა როგორც ქვეყანა, ასევე მოსახლეობა, საქართველოს კი არ აქვს უფლება წინსვლა შეწყვიტოს და 90-იან წლებში დაბრუნდეს!

  1. – განვითარებულ მოვლენებს ერთი პლუსი აქვს, კერძოდ მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ ვინ არის, ჩვენ დავინახეთ უპრინციპო ადამიანთა ხროვა, რომლებმაც მერკანტილური მიზნების გამო უღალატეს პრინციპებს, უღალატეს სამშობლოს და საკუთარი ოჯახის წევრების მწამებლების გვერდით დადგნენ. არ მჯერა ასეთი ვაიპატრიორტების, მე მათ ვერ ვენდობი!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.