ირანში საწვავის გაძვირება გააპროტესტეს

ირანში საწვავის გაძვირება გააპროტესტეს

ირანში მთავრობის მიერ საწვავის გაძვირებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრაციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. სირჟანში აქციის მონაწილეებმა ნავთობის საცავის დაწვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ირანის ხელისუფლებამ საწვავის გაძვირების გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო. კერძოდ, ხელისუფლებამ დააწესა, რომ ერთმა მანქანამ თვეში 60 ლიტრ საწვავზე მეტი არ უნდა მოიხმაროს. მანამდე დაშვებული რაოდენობა 250 ლიტრს შეადგენდა. საწვავის ღირებულება კი 50%-ით გაიზარდა. ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ცვლილებების მიზეზი დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის მხარდაჭერაა.