„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია. შეხლა-შემოხლა ამ დრომდე გრძელდება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.
„ტერიტორიიდან გავყავართ. არაუშავს, ერთხელ გაგვიყვანეს და კიდევ შევედით. ასე შევუქმნით ჯოჯოხეთს ბიძინა ივანიშვილს", - განუცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლეობის სხდომა მიმდინარეობს. აქციის მნაწილეებმა შენობის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, რასაც მათასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.