ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან შეხლა-შემოხლაა

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან შეხლა-შემოხლაა

„ქართული ოცნების“ ოფისთან ამ წუთებში აქცია იმართება. 11.00 საათზე უმრავლესობის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც ახლა იწყება. რამდენიმე წუთის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა პოლიციას და დემონსტრანტებს შორის.

აქციის მონაწილეები ცდილობენ პროტესტი გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლა შედის ოფისში.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.