გახარიამ შემოსავლების სამსახურს ბოლო გაფრთხილება მისცა

გახარიამ შემოსავლების სამსახურს ბოლო გაფრთხილება მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შემოსავლების სამსახურს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. გიორგი გახარია ფინანსთა სამინისტროში უწყების თანამშრომლებს შეხვდა და განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.