გადავწყვიტე ეპისტოლარული პასუხი გავცე თუ რატომ შევიკავე თავი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო მომავალი არჩევნები

გადავწყვიტე ეპისტოლარული პასუხი გავცე თუ რატომ შევიკავე თავი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო მომავალი არჩევნები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს.

“გადავწყვიტე ეპისტოლარული პასუხი გავცე თუ რატომ შევიკავე თავი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო მომავალი არჩევნები.

მქონდა რამოდენიმე შეხვედრა როგორც აღნიშნული კანონპროექტის მომხრეებთან ისე მოწინააღმდეგეებთან. აზრთა ურთიერთ-ჭიდილთან ერთად არ დავმალავ იყო (რბილად, რომ ვთქვა) ხმამაღალი საუბრებიც.

სხვათაშორის ე.წ. ,,მეამბოხე დეპუტატთა,, წერილი უმრავლესობის სხდომაზე მე წავიკითხე (იხ.ფოტო), რის შემდეგაც აღნიშნულ კანონპროექტისადმი ინტერესი რამოდენიმე დეპუტატმა დაკარგა და გაიზარდა იმ პარლამენტართა რიცხვი, რომლებმაც თავი შეიკავეს კენჭისყრისას.

ეს იყო მოცემულობა და რეალობა, პარტიული შიდა დემოკრატიის წყალობით-ჩემი ჯიუტი ხასიათი ხშირად ყოფილა დაპირისპირების და ხმამაღალი საუბრების საბაბი, ავიღოთ თუნდაც ე.წ. მარიხუანას თემა ან საერთო სასამართლოს საკითხი. ამაზე ნუ შევჩერდებით, რადგან ყველა დაგიდასტურებთ, როგორც ახლად გასული,ისე დარჩენილი და ადრე წასული უმრავლესობის დეპუტატები.

უბრალოდ ეს იმათთვის დავწერე, ვისაც ჰგონია, რომ თუ ადამიანი ღიად არ გამოდის მისი პარტიის წინააღმდეგ ის არის: ,,გოშია,,-,,მონა,,-,,პარაზიტი,, ჯერ ეს სიტყვები არ უნდა იკადრო განათლებულმა ადამიანმა, ქართულ ენაში ალეგორიულ სახეს რა გამოლევს თუ მაინცდამაინც. ეს ისე პასაჟისთვის ახლა დავუბრუნდეთ მთავარ თემას:

ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ზედაპირულად გადავხედოთ თუ რა ხდება იმ ქვეყნებში სადაც მიახლოებული ან ზუსტად ასეთი მოდელი მოქმედებს.

რიგგარეშე არჩევნები დემოკრატიის სამშობლოში, საბერძნეთში ჩატარდა:

2007 წლის მერე 6-ჯერ

2015 წლის მერე – 2-ჯერ

ხოლო 2019 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დანიშნა ვადამდელი არჩევნები, ნაცვლად იმისა, რომ მორიგი არჩევნები ოქტომბერში ჩატარებულიყო.

ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა:

2011 წელს,

2016 წელს,

2019 წელს.

მოლდოვა:

2009 წლის 29 ივლისს დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამავე წლის დეკემბერში პარლამენტმა ისევ ვერ შეძლო პრეზიდენტის არჩევა. – 2010 წელს კვლავ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და იგი პროპორციული სისტემით ჩატარდა. პროპორციული სისტემით ჩატარდა 2014 წლის მორიგი არჩევნები ქვეყანაში.

უკვე 2019 წელს უკვე ჩატარდა ერთი არჩევნები და კიდევ მოსალოდნელია.

რიგგარეშე არჩევნები ხშირად ყოფილა პოლიტიკური კრიზისის ჟამს ისრაელშიც და იტალიაშიც, უკანასკნელად 2019 წლის აგვისტოში – ქვეყანა ვადამდელი არჩევნების ზღვარზე იყო, თუმცა პრობლემა იტალიის პრეზიდენტმა, მატარელამ გადაჭრა.  ასეთი სიტუაციაა, ჩემო მეგობრებო იმ რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე, რომლებიც დემოკრატიისაგან და პლურალისტური საზოგადოებისაგან შორს ნამდვილად არ არის.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ თუ რა სიტუაცია გვექნება ჩვენ პარლამენტში და რამდენ ხანს გასტანს ის კანონშემოქმედებითი ორგანო, როდესაც ერთად მოხვდებიან: რევანშისტულ-რესენტიმენტალური მეხსიერების მქონე პარტიები, რაღაც ტრაიბალისტური 2 კაციანი არაფრის მთქმელი მოძრაობები, წარმოგიდგენიათ მაინც იქ რა (პირდაპირი გაგებით) დახლი დაუდგებათ?!

თქვე ხედავთ თუ რა უპასუხისმგებლო, ყველანაირ პრინციპზე უარმყოფელი ხალხია ოპოზიციის მედროშედ, თუ როგორ იყენებენ ისინი მოსახლეობის თვალის ასახვევად წინა ხაზზე ახალგაზრდებს.

პოლიტიკურ ლაბირინთებში კარგად გამობრძმედილ კაცს გაუჭირდება გარკვევა ზოგჯერ არა თუ თინეიჯერებს, რომლებისთვისაც გარედან ლამაზად შეფუთულად სჩანს პროპორციული სისტემა.

თუმცა როგორც ვხედავთ: ეს სისტემა, ჯანსაღ და უკვე პოლიტიკურად მომწიფებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი იწვევს სერიოზულ რყევებს არათუ ჩვენს თოთო დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, თან უპასუხისმგებლო ოპოზიციის თანხლებით.

ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი დეპუტატისთვის მეტად რთული იყო თვითნებურად, პარტიული დირექტივის გვერდის ავლით ამ გადაწყვეტილების მიღება.

მესმის რომ მოსახლეობის ნაწილის, დასავლელ პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებათა და პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მომიწია წასვლამ, მაგრამ ეს გავაკეთე ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, სტაბილურობისათვის. შეიძლება ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინე თუმცა მე ასეთი ხედვა მაქვს, პოლიტიკური პროცესი პროლონგაციურია და ზოგჯერ ცოტა გვიან ჩანს შედეგი, ვიდრე როდესაც პროცესში იხარშება.

არის რეალური საფრთხე, რომ დემოკრატიის ფარდის უკან ამოფარებულმა, ბიონეგატიურმა ადამიანებმა ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.

ეს არის ბნელი ძალა, რომელიც იყენებს ყველას და ყველაფერს, ოღონდ უკან მოტრიალდეს!

დიახ უკან! რებრენდინგის შემდეგ-სტრატეგიული შიზოფრენიით შეპყრობილი ძალის

დევიზია: უკან დავბრუნდეთ, წინ 2012-საკენ!

ჩემმა რჩევამ ჯვარი დაგწეროთ, მაგრამ ოპოზიციურ ძალებში მყოფ რამოდენიმე სუბიექტს, შევახენებ თომას ჯეფერსონის სიტყვებს: ,,უფრთხილდი კავშირს, რომელიც გიზღუდავს მოქმედებას,,. მე მაგალითად ეშმაკს ვერ შევეკვრები, მითუმეტეს ადვოკატად ვერაფრით დავუდგები.

ბოლო ორი დღე საოცრებები ისმის, შეფასება თქვენთვის მომინდია, ემზადება ხალხი ხელისუფლებაში მოსასვლელად და აქ ჩემი უშრეტი ფანტაზიაც კი წყდება” – წერს ოთარ ჩრდილელი. და ციტირებს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გივი თარგამაძე (ექს-დეპუტატი):

,,არაფერს გამოვრიცხავ, რადიკალიზმი იქნება.,,⚔️

გიორგი ბარამიძე (თავდაცვის ექს-მინისტრი): ,,გვინდა ისევე მშვიდობიანად, ლამაზად და საამაყოდ განხორციელდეს მომავალი ცვლილებები, როგორც 2003 წელს მოხდა,,

თაკო ჩარკვიანი, მიმართავს სააკაშვილს: ,,გარისკე მეგობარო, ჩამოდი,,

გიგა მაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი): ,,მზად ვარ, ავიღო მართვის სადავეები და ვმართო ეს ქვეყანა

სოციალისტი თუ ამას რაიმე მნიშვნელობა, ფასეულობა გააჩნია ვეთანხმები ამ ადამიანს! კიდევ ბევრი დასაბუთებული არგუმენტის მოყვანა შემიძლია, მაგრამ რა აზრი აქვს, არავინ წაიკითხავს, მთლად ფოლადივით მტკიცეც რომ იყოს დასაბუთება პარლამენტის წინ კარვებში დაბანაკებულ ურდოს რამეს გააგებინებ?!
4 წლის უკან
Maverick სოციალისტი პარლამენტის წინ კარვებში დაბანაკებულ ურდოს რამეს გააგებინებ?!
ძმობილო, რა ხდება?! მონღოლების შემოსევაა, ჯებე და სუბუდაი გვაკლდა და მოვიდნენ?
ბოლოს და ბოლოს, სადამდე უნდა გვატარო ოცნებავ ერთი მუჭა ცვედანი პარტოკრატების ჭკუაზე?! გამოფხიზლდით, თორემ დაგემხობათ თავზე ეს სამაგალითო დემოკრატია, რეგიონში პირველობა და დარჩებით ფოჩიანი კამფეტრების ამარა!
4 წლის უკან
არაგველი641 გაიტანეთ ნაცბოზბანდა!!!
4 წლის უკან