“როგორ იკადრეთ?” – მანჩო გიორგობიანის მიმართვა

“როგორ იკადრეთ?” – მანჩო გიორგობიანის მიმართვა

“ყველა მინუს ერთი” – ამ პრინციპით  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა.

მათი საერთო მოთხოვნა პროპორციული წესით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. ოპოზიციას გაერთიანება მოუწონა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. “მე ვარ აღფღთოვანებული ამ ოპოზიციის ერთობით და მეც ვარ რიგითი ჯარისკაცი”- განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანებას ემხაურება:

“იმ ხალხს მივმართავ, ვისთან ერთადაც მიბრძოლია, რაც არ უნდა მომხდარიყო, ცალკე აქცია დაგეანონსებინათ, მყრალი ნაც-ზომბების გვერდით დადგომა როგორ იკადრეთ? მიუღებელია!..” –  წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 14 ნოემბრის ღამე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაშლილ კარვებში გაატარეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ყველა ფორმას გამოიყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

სოციალისტი მანცჩო რაა მოხდა ასეთი? ცოტა სხვანაირად შეხედე ამ ამბებს! არაფერიც არ მოხდა, საერთოდ არაფერი! არ გავიდა ეს საკითხი, ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა! დამთავრდა, ვსიო! არჩევნები არ გაუქმებულა და ჩატარდება იგივე პრინციპთ, როგორც დიდი ხანია ტარდება, ჯერ კიდევ იმ დროიდან დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის ოაზის და შუქურას რომ ეძახდა!
4 წლის უკან
Maverick ისე შემოგვაბერდა ეს უპროცენტო პარტიების მამა და დედა "მთავრები", რომ პოდრუჩკის გარეშე ვეღარ დადიან!...
ამგენის შემხედვარე, ერთი სიმღერა გამასენდა "ისევ ის ბიჭი ვარ ხუ-ჭუჭა, პატარა"...
ფრთხილად, მარცხი რამე არ ქნაათ! ემანდ არ გაგეპაროთ...
4 წლის უკან
არაგველი641 ის, ცენტრში რომ დგას, თუ ეკა ბესელიაა, მაშინ ამ ქვეყნად აღარაფრის არა მჯერა!
4 წლის უკან
Maverick არაგველი641, რატომ?!
პოლიტიკანად გადაიქცა, პოლიტიკანს კი გინდ წინ მოუჯ..და გინდ უკან სულერთია, თანამდებობისთვის და გამორჩენისთვის ფუი რა სუნი დამიყენესო, გადააბიჯებს და კვლავ გააგრძელებს მძ.ნერის ჭამას!
4 წლის უკან