თაკო ჩარკვიანი: უფ “მძიმე დღე” იყო… ვააახ… შუა რუსთაველზე ერთი მევახშე, მეორე მევახშეს აფერისტს ეძახის! – მეშინია “ ბელა ჩაოს” სიმღერა არ “დევიწყო”?!

თაკო ჩარკვიანი: უფ “მძიმე დღე” იყო… ვააახ… შუა რუსთაველზე ერთი მევახშე, მეორე მევახშეს აფერისტს ეძახის! – მეშინია “ ბელა ჩაოს” სიმღერა არ “დევიწყო”?!

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით მოწყობილ აქციაზე, “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი, “ლელოს” დამფუძნებლის მამუკას ხაზარაძის განცხადებებს “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა. ჩარკვიანს მისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს ვის უწოდა მან  “მევახშე” .

“ვაააახ- შუა რუსთაველზე, ერთი მევახშე , მეორე მევახშეს აფერისტს ეძახის! ჩემი საქართველო ბანკშია! წავედი ჩემი ძმის-მამუკას სიმღერას ჩავრთავ მოვუსმენ თორემ, მეშინია “ ბელა ჩაოს” სიმღერა არ “ დევიწყო”?! უფ “ მძიმე დღე” იყო…”იძულებითი კრეტინიზმი” და “ ბიძინა გადამგდებ- გამაერთიანებელი”” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.