კიდევ ერთი უბედურება: დიდ დიღომში 20 წლის ბიჭის გარდაცვლილი იპოვეს

კიდევ ერთი უბედურება: დიდ დიღომში 20 წლის ბიჭის გარდაცვლილი იპოვეს

ერთი ვერსიით, ბიჭი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, მეორე ვერსიით კი, ის მოკლეს.

თბილისში, დიდ დიღომში 20 წლამდე ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა, ბიჭის დაღუპვის მიზეზი. ერთი ვერსიით, ბიჭი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, მეორე ვერსიით კი, ის მოკლეს.

დიდ დიღომში მესხის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით ოთხი საათის წინ იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.