გამოცემა „Rolling Stone”-ის ინფორმაციით, პოპულარული ბრიტანული როკ - ჯგუფი „The Who”-ს წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ.
ამ ტურის სახელწოდებაა „Quadrophenia And More” და 1973 წელს გამოცემულ ალბომს „Quadrophenia”-ს მიეძღვნება.
დაგეგმილ კონცერტებზე მუსიკოსები ამ დისკში განთავსებულ კომპოზიციებს შეასრულებენ.
საგასტროლო ტურნე ერთი წლის განმავალობაში გაგრძელდება და მუსიკოსები ყველა კონტინენტს ესტუმრებიან.
„The Who”-ს ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან მისი დამაარსებლები როჯერ დოლთრი და პიტ თაუნსენდი. მათ გარდა სცენაზე ვიხილავთ მედოლე ზაკ სტარკის, ბას - გიტარისტ პინო პალადინოს, გიტარისტ საიმონ თაუნსენდს, კლავიშებზე დამკვრელ ჯონ კორეას, ასევე კლავიშებზე დამკვრელ ფრენკ სიმსსა და გიტარისტ ლორენ გოლდს.