ნინო წილოსანი გიგი უგულავას პასუხობს: გიგი, ძვირფასო, ის დრო არასდროს დაბრუნდება! – ფანტაზიაც როგორი მწირი გქონია

ნინო წილოსანი გიგი უგულავას პასუხობს: გიგი, ძვირფასო, ის დრო არასდროს დაბრუნდება! – ფანტაზიაც როგორი მწირი გქონია

ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთა მტკიცებით, მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი პირადად კახა კალაძის ზეწოლის შედეგად ჩააგდეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამტკიცებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ “აკაჩავა” და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.

“ნინო წილოსანს კახი კალაძე ოჯახის წევრთა დაჭერით ემუქრებოდა. პირდაპირ რომ ვთქვა, წილოსანს კალაძე “აკაჩავებდა”, მამით და ქმრით დაემუქრა, რომლებზეც საქმეა აღძრული”- აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, წილოსანი ცდილობდა აეხსნა პარტიის ლიდერებისთვის, რომ კანონპროექტის ჩაგდება “სუიციდი” იქნებოდა.

“ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ წილოსანი წინააღმდეგობას უწევდა, თავი არ გამოგვეყოფაო”– თქვა უგულავამ.

გიგი უგულავას ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ყოფილი მერის Gigi Ugulava-ს ფიქრები როგორ “დააკაჩავებდა” წილოსანს

გიგი, ძვირფასო, აღარ არის ეს დრო. დასრულდა თქვენთან ერთად და არც არასდროს დაბრუნდება.

P.S. ისე , ფანტაზიაც როგორი მწირი გქონია …” – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში უგულავას ბრალდების პასუხად.