“რას გვერჩი? – ამდენი ლუსტრაციაც აღარ გვინდა ამ თემაზე… – ფსკერია!!!

“რას გვერჩი? – ამდენი ლუსტრაციაც აღარ გვინდა ამ თემაზე… – ფსკერია!!!

“ყველა მინუს ერთი” – ამ პრინციპით  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა.

მათი საერთო მოთხოვნა პროპორციული წესით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. ოპოზიციას გაერთიანება მოუწონა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. “მე ვარ აღფღთოვანებული ამ ოპოზიციის ერთობით და მეც ვარ რიგითი ჯარისკაცი”- განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტი ნუკა არველაძე  “ფეისბუქის” პირად გვერდზე ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანებას სარკასტული პოსტით ემხაურება:

“ბატონო ბიძინა რას გვერჩი? ამდენი ლუსტრაციაც აღარ გვინდა ამ თემაზე

▪️ბურჯანაძე და “ნაცები” ერთად თქვენს წინააღმდეგ – აბა, რუსეთი ოკუპანტიაო და “პაკლონნაია გარაზე” იდგაო – ფსკერია!!!

▪️ამათ ხალხი და არჩევნები ფეხებზე რომ კიდიათ ფაქტია!!!

▪️აი, სად წავიდე აღარ ვიცი!!”– წერს არველაძე სოციალურ ქსელში.