საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „ქართული ოცნების“ პარტიის დატოვებას არ აპირებს.
ჯობია ატარო რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე არ იფიქრო იმაზე, ვის უტოვებ ქვეყანას საბოლოო ჯამში. იმედი მაქვს, რომ ამას ყველა გაიგებს, ვინც წავიდა. შეიძლება არასდროს იყოს გვიან გადაწყვეტილების შეცვლა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვების თაობაზე მედიას განუცხადა.
კაკულიას თქმით, კოლეგების გადაწყვეტილების ადამიანურად ესმის, თუმცა ხელისუფლებიდან წასვლა „უკეთესის რწმენას უნდა უკავშირდებოდეს”.
„გაცილებით უკეთესი იქნება გუნდის შიგნით გავაძლიეროთ მოცემულობა, მაქსიმალური კონსენსუსი მიღწევა შევძლოთ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შექმნას „ქართულ ოცნებაზე” თვისობრივად უკეთესმა ძალამ. ჯობია საზოგადოებას ძალიან ნათლად ავუხსნათ, რაც მოხდა. ამ ეტაპზე, გაცილებით უპრიანია მოვიფიქროთ, თუ როგორ ავუხსნათ ხალხს, თუ რა საფუძველი ჰქონდა გადაწყვეტილებას. საზოგადოებას თუ გულწრფელად აუხსენი რაშია საქმე, გულწრფელად ესმის“, - აცხადებს რომან კაკულია