აკაკი ზოიძეს გადაწყვეტილი არ აქვს დარჩება თუ არა “ქართულ ოცნებაში“

აკაკი ზოიძეს გადაწყვეტილი არ აქვს დარჩება თუ არა “ქართულ ოცნებაში“

“ქართული ოცნების“ დეპუტატს, აკაკი ზოიძეს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ აქვს დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც დეპუტატმა “2020NEWS”-ს განუცხადა, ამ ეტაპზე “ბევრ რამეზე ვფიქრობს“.

“ბევრ რამეზე ვფიქრობ და გარკვეულ კითხვებზე ვიღებ პასუხებს. ამ ეპატზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- გვითხრა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც 2020 წლიდან მთლიანად პროპოციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, ირინა ფრუიძემ,  გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მარიამ ჯაშმა, თამარ ხულორდავამ და სოფო ქაცარავამ დატოვეს.

დღეს უმრვალესობიდან ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებიც ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ნინო გოგუაძე გავიდნენ.