პოპვარსკვლავი ფინქი 2020 წელს მუსიკისგან დროებით დასვენებას აპირებს. UsaToday-ის ინფორმაციით , ამის შესახებ მომღერალმა ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წელიწადი სურს, რომ უმეტესად ოჯახს დაუთმოს.
ფინქმა აღნიშნა, რომ შვილები სკოლისთვის ემზადებიან და ქმარს მისი გვერდით დგომა სჭირდება. „ვილოუ სკოლაში ბრუნდება, ჯეიმსონი სკოლისთვის ემზადება. ეს წელიწადი უმეტესად ოჯახის იქნება. კერისაც ბევრი საქმე აქვს, ის მხარს ძალიან მიჭერს. ის დამყვება ყველგან მსოფლიოს გარშემო და ახლა მისი ჯერია“, - განაცხადა მომღერალმა.
პოპვარსკვლავს მიმდინარე წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ ღონისძიებაზე ვარსკვლავს თან მეუღლე კერი ჰარტი და ორი შვილი ახლდა.
„ზუსტად იმას მივაღწიე რაც ყოველთვის მინდოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ვიცი ჩემი ძლიერი მხარეები. მე არც ყველაზე ლამაზი ვარ და არც საუკეთესო. უბრალოდ მე ვარ საკმარისად ნიჭიერი და ბევრს ვმუშაობ, ამიტომაც ვაღწევ ჩემს მიზნებს და რაც ყველაზე მთავარია მე არ ვნებდები და 40 წლის ასაკში შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს საქმეში მაგარი ვარ,“ - აღნიშნა მომღერალმა დაჯილდოებაზე.