როჯერ უოტერსის ახალი აღიარება

როჯერ უოტერსის ახალი აღიარება

რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ „Top Tour”-ის მიმდინარე წლის ლაუერატების ვინაობა დაასახელა.

ეს ჯილდო იმ მუსიკოსებსა და ჯგუფებს გადაეცემათ, რომლებიც წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებულ საგასტროლო ტურნეს აწყობენ.

ჟურნალის თანამშრომლების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ეს პრესტიჟული ჯილდო 69 წლის ბრიტანელ მუსიკოსს როჯერ უოტერს გადაეცემა.

ჯგუფი „Pink Floyd”-ის ბას - გიტარისტმა მსოფლიო საგასტროლო ტურნეს პირველი კონცერტი 2010 წლის სექტემბერში ქალაქ ტორონტოში ჩაატარა, ბოლო კი მიმდინარე წლის ივლისში, ასევე კანადურ კვებეკში.