საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
„ერთი რამე ვიცი, მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი, და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე იუმორისტული პოსტით ეხმაურება:
“მიხას გამოუცხადებია, 23 ნოემბერი მოდისო.
ეგ რა არი, მიხავ, ჩვენ უფრო მეტი ვიცით, დეკემბრის ბოლოს ახალი წელი მოდის!”– წერს ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.