ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი "ქართული ოცნების" ოფისში მოვიდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი "ქართული ოცნების" ოფისში მოვიდა. უცხოელმა მაღალჩინოსანმა პარტიის ოფისში შესვლამდე არ დააკონკრეტა ვისთან მართავს კონსულტაციას.

საუბრის თემა კი სავარაუდოდ "ქართული ოცნების" მიერ პროპორციულ არჩევნებზე უარის თემას შეეხება.

შეგახსენებთ, გუშინ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგ წავიდა.