"ნუ ნერვიულობთ, ნინო...” - ირაკლი კობახიძე ამჯერად ჭკუას ჟურნალისტს არიგებს

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი დასმული კითხვების გამო, სპეკულაციაში დაადანაშაულა. ჟიჟილაშვილმა მას ჰკითხა, "ქართული ოცნება" რა პასუხისმგებლობას იღებს პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო განვითარებულ პროცესებზე და რას აპირებს.

"ნუ ნერვიულობთ, ნინო, ნუ ნერვიულობთ, ნინო, ძალიან ნერვიულობთ... თქვენი ნერვიულობა არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება, თქვენი ნერვიულობით ქულებს ვერ უწერთ ნაცმოძრაობას", - რამდენჯერმე გაუმეორა კობახიძემ ჟურნალისტს.

"საზოგადოების სახელით ნუ საუბრობთ, თქვენ არ ხართ საზოგადოება, თქვენ ისაუბრეთ ნაცმოძრაობის და თქვენი პოლიტიკური პარტიის სახელით, მაგრამ საზოგადოების სახელით ნუ მესაუბრებით... დღის წესრიგი არ შეიცვლება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს 2020 წლის არჩევნებისთვის", - ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ ქართული ოცნება „ოპოზიციის ლუსტრაციის“ პირობებში 90%-იან შედეგს აჩვენებს არჩევნებზე.

სოციალისტი ))))) ნინოს მეგობრბი ხართ საიტზე?!
4 წლის უკან