ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ” ქართული ოცნება” 60 პროცენტზე მეტს მიიღებს

ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ” ქართული ოცნება” 60 პროცენტზე მეტს მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია ერთგვარი ლუსტრაცია იყო იმ ადამიანების, ვინც ოპოზიციას წარმოადგენს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ზრდის. მისივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული პროგნოზი, რომ მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებში 60 პროცენტს აიღებდა, დღევანდელი დღის შემდეგ ის გაცილებით მეტს ელის.