ქარელში ავტომობილი 16 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

ქარელში ავტომობილი 16 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა 16 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი გიორგი გოგინაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა დევნილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.