მიხეილ სააკაშვილი : “ამაზე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც”

მიხეილ სააკაშვილი : “ამაზე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც”

საქართველოს ექსპ-რეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარ არხზე“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეკლესია გაძლიერდა.

მისი თქმით, სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განმტკიცება.

„საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად. სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის გამტკიცება. ამაზე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც“. – მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში რწმენის დასუსტება შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მტრების პირდაპირი ამოცანა.

„ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ პირდაპირ რუსეთის, გავლენის აგენტებს, იმით, რომ ლაპარაკობენ: „უფ, რა გოიმობაა, ნახე, ეკლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი, ეს ხო პოპულიზმია“. უკაცრავად, მე მწამს ის, რაც მწამს. მე მჯერა ის, რაც მჯერა.

როგორ შეიძლება ქილიკი იმაზე, რაც სინამდვილეში ჩვენი ფასეულობაა. ჩვენი ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი ქრისტიანობა. რატომ ვერ ამბობს ჩვენზე უარს ევროპა, რადგან ქრისტიანები ვართ, ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩემი ინიციატივით, შემოვიდა ხუთჯვრიანი დროშა, არავის არ დასიზმრებია მანამდე“,- განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

სოციალისტი თუნდაც არ იყოს მთლად სიმართლე, მაინც კარგია! ახლა ბიძინასთან ქიშპობას დაანებე თავი და ყველაფერი მოგიგვარდება!
4 წლის უკან
trampi რას ამბობ ჩოპრა?? შერიგებული მტერი სად გინახია?? ცხვრის ქურქში გადაცმული კი .....პაჟალუსტა, რამდენიც გინდა....თან ოპტომ და პაჩკა, პაჩკა
4 წლის უკან
სოციალისტი )))) გაუმარჯოს! მე ამ ლიბერალურ დემოკრატიას ვეღარ ვიტან, ალერგია მაქვს. რა ვქნა, როგორ შევეგუო რომ თინა ბოკუჩავამ და სალომე სამადაშვილმა აქედან, იქედან კი თამარ ხულორდავამ და ენძელა მაჭავარიანმა, კიდევ პარლამენტის წინ შეკრებილმა ინდაურის ჭუკებმა განმისაზღვრონ რა ვთქვა და საით გავიხედო?! არ მინდააა... არა! ახლა ყველამ იცის პოზიციამც და ოპოზიციამც, რომ ეს პროპორციული სისტემა დაანგრევს ქვეყანას, ვერც სტაბილური მთავრობა ჩამოყალიბდება, ვერც რაიმე საჭირბოროტო საკითხს გაიტანენ დროულად! ატყდება ერთმანეთში ვაჭრობა გარიგება, აგერ შენ ყაზახეთის მიმართულება, შენ საბაჟო სამაგეოროდ მე საბაჟო და ფოთის პორტი და ა.შ. არ მინდა ძმაო და რა ვქნა?! მოვიდეს მიშა და ამათ ყველას ციმბირი უკან დაატოვებინოს!
4 წლის უკან
Maverick დათმობის დრო აღარ არის, 7 წელი გადის ამათი იწილო-ბიწილოს თამაშში, გავიდა ექსპერიმენტების ვადა, უნდა დასრულდეს უმწიფარი გოგო-ბიჭების პარლამენტში შეტენვის, მათ ჭკუაზე ხეტიალის დრო, დროა პარლამენტი და მთავრობა დაემსგავსოს საქვეყნო საქმისათვის დამაშვრალ ცოცხალ ორგანიზმს, გვეყოფა აღმა, დაღმა, უგზო, უკვალოდ ბოდიალი, წარსულს ჩაბარდა ის დრო საზოგადოების დაბოლებით რომ ტარდებოდა არჩევნები, დადგა დრო ენდოთ ამომრჩეველს, რომელმაც ნათლად დაგანახათ, რომ პროვოკაციებზე საკმაო იმუნიტეტი აქვს გამომეშავებილი და სიცრუის ტკბილ კვერებს არჭამს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
4 წლის უკან