მანჩო გიორგობიანი : “მიHანდრო ქართულ მარშს ეტენება? – აიც-დვა!..”

მანჩო გიორგობიანი : “მიHანდრო ქართულ მარშს ეტენება? – აიც-დვა!..”

 “ჩემთვის ემოციურად მძიმე საკითხია, ვერ იქნები მხოლოდ გარეშე დამკვირვებელი, მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, მე ვარ ადამიანი, ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ბევრი რაღაცა გავაკეთეთ იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო, იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო ” – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ნიკა გვარამიასთან საუბრისას განაცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ღამის მთავარის” ეთერში, ეკლესიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას, სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქზე” შემდეგი სახის რეპლიკით გამოეხმაურა:

“მიHანდრო ქართულ მარშს ეტენება ? აიც-დვა!..” – დაწერა გიორგობიანმა სოციალურ ქსელში.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

მისი თქმით, საქართველოში რწმენის დასუსტება შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მტრების პირდაპირი ამოცანა.

„ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ პირდაპირ რუსეთის, გავლენის აგენტებს, იმით, რომ ლაპარაკობენ: „უფ, რა გოიმობაა, ნახე, ეკლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი, ეს ხო პოპულიზმია“. უკაცრავად, მე მწამს ის, რაც მწამს. მე მჯერა ის, რაც მჯერა.

როგორ შეიძლება ქილიკი იმაზე, რაც სინამდვილეში ჩვენი ფასეულობაა. ჩვენი ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი ქრისტიანობა. რატომ ვერ ამბობს ჩვენზე უარს ევროპა, რადგან ქრისტიანები ვართ, ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩემი ინიციატივით, შემოვიდა ხუთჯვრიანი დროშა, არავის არ დასიზმრებია მანამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.