„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“ – პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“ – პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კანონმდებლებს შორის დაპირისპირება გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა. ამ რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცეს.

ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან კვლავ სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ და დაიძახა: – „გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“

გედევან ფოფხაძე ამ დროისთვის სხდომაზე იმყოფება.

tngh ბ-ნ გ. ფოფხაძეს ფრიად "ბრძნული" იდეები და ძლიერ მეტყველი "სიფათი" აქვს...
4 წლის უკან
tngh ბ-ნ გ. ფოფხაძეს ფრიად "ბრძნული" იდეები და ძლიერ მეტყველი "სიფათი" აქვს...
4 წლის უკან