მიხეილ ყაველაშვილი: ბოდიში  ჩვენს საზოგადოებს, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში

მიხეილ ყაველაშვილი: ბოდიში ჩვენს საზოგადოებს, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში

ბოდიში  ჩვენს საზოგადოებს, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში -  ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას მიმართა.

„არ შემიძლია ემოციის გარეშე ვუცქირო ჩემს მარცხნივ მყოფ ძალას, გაერთიანებულ ძალას, ვითომ გაყოფილს. როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ამ ძალას, როგორც ეს იყო 20 ივნისს, დავინახეთ ყველამ, ჩვენმა მოქალაქეებმა, რისი გაკეთება უნდოდათ. აქ, შიგნით, გამაგრებული რომან გოცირიძე, მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით, და გარეთ რა დღეში იყვნენ. მაგრამ როგორც კი ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას, როგორც კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა ახლა“. - განაცხადა ყაველაშვილმა.

პარლამენტარი აკაკი ბობოხიძის განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე და თქვა, რომ ოპოზიცია ქილიკით აცხადებდა, რომ 60 ათასი სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ბლეფია.

„მე აქ ფაქტები მაქვს. ბობოხიძე თითქოს აღნიშნავდა, რომ ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე. რომან გოცირიძე ქილიკობდა, რომ 60 ათასი სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ბლეფია, და რომ მხოლოდ 200-მდე სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი ეს უნივერსიტეტი, და 75 უნივერსიტეტიდან ბოლო ადგილზე იქნებოდა. უნდა გაგაწბილოთ, ბატონო რომან, დაახლოებით მილიარდი ევროს ინვესტიცია ხორციელდება და გასულ კვირაში მთელმა საქართველომ იხილა, რა შენდება ქუთაისში და როგორი მასშტაბური პროექტია. მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, მათ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ, რომ საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება, რაც ამ ბატონებმა მთელი ცხრა წლის მანძილზე ვერ შეძლეს...“ - აღნიშნა დეპუტატმა.

„ამ ცხრა წელს ყოველდღე უნდა ვახსენებდეთ ამ ადამიანებს. ისინი მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ პროგრესული ძალა იყვნენ, სინამდვილეში კი ბოლშევიკები იყვნენ. ღამის სამ საათზე ქონების გადაფორმებები, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს და ყველა მათგანში როგორ ეძებდნენ დამნაშავეს, დაშინებული ადამიანები ერთმანეთს ვერ ესაუბრებოდნენ, იყო მოსმენები, ყოველ სამ კაცში ერთი სუსის აგენტი ეგონათ და ა.შ. ეს ადამიანები დღეს მორალს გვიკითხავენ. შეუძლებელია ამათთან კონსტრუქციულ რეჟიმში არსებობა“. - განაცხადა ყაველაშვილმა.

დეპუტატმა „ევროპულ საქართველოსაც“ მიმართა და ის დრო გაახსენა, ღამის სამ საათზე ქონებას რომ აფორმებინებდნენ ადამიანებს.

 „ევროპული საქართველო“ და კაკო ბობოხიძე რომ არ გავაწბილო, თითქოს მათ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით სხვა აზრი აქვთ, ბატონ სერგი კაპანაძის ციტატას წაგიკითხავთ. ის აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა იმის ნახევარიც რომ განახორციელოს, რის პირობასაც დებს, ეს განათლების ბაზარში ძალიან უხეში და არასწორი ფორმით ჩარევა იქნება. ივანიშვილი რომ უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემას რომ გეგმავს, ეს თურმე საგანმანათლებლო ბაზარს ძალიან დააზიანებს. როგორ შეიძლება, ამ ადამიანების ხედვა პროგრესულად უნდა შევაფასოთ? მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ერთ-ერთ მინისტრი ზუსტად ორ წელიწადში გახდა მილიონერი. ასე ატყუებდნენ და აბოლებდნენ ჩვენს საზოგადოებას... კაკო ბობოხიძის სიტყვებით დავასრულებ, რომ მართლა დავკარგეთ დრო, მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში მინდა ჩვენს საზოგადოებას მოვუხადო, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში. მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში ჩვენს საზოგადოებას იმიტომ, რომ მართლაც დიდი შეცდომა გვაქს დაშვებული, რომ განვითარებისთვის ამ ძალამ ძალიან ბევრი დაგვაკარგინა“. - განაცხადა ყაველაშვილმა.

trampi უარესის ღირსები ხართ
ბოდიში კი არა ......კაცმა უკლებლივ ყველას(ბიძოს თამადობით) კედელზე თავები უნდა გარტყმევინოთ მაგათი დატოვებისთვის
4 წლის უკან
trampi ბოდიში........
ბოდიში კი არა სარზე ხართ გასასმელები......... ჯერ ეგენი და მერე აუცილებლად თქვენ....
4 წლის უკან