7 ნოემბერს კემბრიჯის ჰერცოგინია - ქეით მიდლტონი National Emergencies Trust-ის პროგრამის პრეზენტაციაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. ვიზიტისთვის 37 წლის ლამაზმანმა Emilia Wickstead-ის კაბა მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა.
თუმცა როგორც ჩანს, მის გარეგნობაში გარკვეული დეტალი გახდა საზოგადოებისთვის თვალშისაცემი. საუბარია ნაოჭებზე და სახის კანის ზოგად მდგომარეობაზე, რომლის გამოც მისი სურათები ერთ-ერთმა კლინიკამ კლიენტების მოსაზიდად გამოიყენა.
ექიმი გაბრიელას კლინიკამ ქეითის ბოლოდროინდელი და 2 წლის წინ გადაღებული ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა, "Imagination of natural look. We are doing procedures that you look like fresh you" - იკითხება პოსტში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მარკეტინგია, ჰერცოგინიის კანის მდგომარეობისთვის მსგავს კონტექსტში ხაზგასმა ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა უსიამოვნო.