ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკისგან პოლიტიკური თავშესაფარის შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ევო მორალესმა Twitter-ზე დაწერა, ის ტოვებს ბოლივიას, რათა უფრო „დიდი ძალითა და ენერგიით“ დაბრუნდეს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ მორალესმა ქვეყანა მექსიკის სამთავრობო თვითმფრინავით უკვე დატოვა.

მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა. მან დედაქალაქი მას შემდეგ დატოვა, რაც შეიარაღებული ძალების მეთაურმა, უილიამს კალიმანმა მას თანამდებობიდან წასვლისკენ მოუწოდა.

მანამდე, მორალესმა განაცხადა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა. მისი მხარდამჭერები ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. მორალესი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.