“The Rolling Stones” - მა ახალი კომპოზიცია ჩაწერა

“The Rolling Stones” - მა ახალი კომპოზიცია ჩაწერა

მიმდინარე წელს პოპულარულ ჯგუფს „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელი უსრულდება.

ამ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებმა რამდენიმე საიუბილეო კონცერტი დაგეგმეს. ეს ღონისიებები ნოემბრის დასასრულსა და დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

გუშინ სხვადასხვა ვებ - გვერდებზე ჯგუფის ახალი კომპოზიცია გამოჩნდა. მისი ავტორები მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი არიან.

ამ ახალი კომპოზიციის სახელწოდებაა „One More Shot”.