იყო მუდამ საზოგადოების წინაშე და იცოდე, რომ ყოველი შენი სიტყვა, შესაძლოა სკანდალის მიზეზი გახდეს, რთულია. საინტერესოა როგორ უმკლავდებიან ისინი ემოციურ დაძაბულობას და რა ბერკეტი აქვთ სტრესის წინააღმდეგ.
ქეით უინსლეტი
გეგმების დასახვა და მთელი დღის წესრიგის წინასწარ გაწერა და დაორგანიზება - აი, რა ეხმარება მსახიობს გაუმკლავდეს ნერვულ აშლილობას. ის სახლში აკრავს შეხსენებებს და ფიქრობს, რომ თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო, ტრაგედიაა არაა, მთავარია დაგეგმოს. ქეითს არ შეუძლია ქაოსში ცხოვრება, სჭირდება სტაბილურობა და ვერ იტანს მოულოდნელობებს.
მადონა
საუკეთესო ხერხი დაიმშვიდოს ნერვები, მადონამ სიტუაცია უბრალოდ ხელიდან უნდა გაუშვას. პანიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მომღერალი თვლის, რომ სტრესი თავს იჩენს მაშინ, როცა ვცდილობთ ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ. როგორც სჩანს, მხოლოდ ქეით უინსლეტს შეუძლია მშვიდად ყოფნა ამ დროს.
მიშელ ობამა
მიშელი სტრესის მოსახსნელად სპორტს გვთავაზობს. ფიზიკური სავარჯიშოები მისთვის დამამშვიდებელი თერაპიაა. "როცა ვგრძნობ, რომ სულ მალე ნერვები მიმტყუნებს, ვიკეთებ ყურსასმენებს, ვრთავ საყვარელ მუსიკას და სავარჯიშო დარბაზში მივდივარ ან ველოსიპედზე ვკატაობ ქალიშვილებთან ერთად.
ანჯელინა ჯოლი
წარმატებულმა მსახიობმა, მშვიდობის ელჩმა და მრავალშვილიანმა დედამ იცის როგორ მოიხსნას დაძაბულობა რთული დღის ბოლოს. ჯოლის აღიარებით მისი მთავარი მედიტაცია ბავშვებთან ურთიერთობაა. მისთვის არაფერია იმაზე მოსადუნებელი, ვიდრე სახლში ქალიშვილების და ვაჟიშვილების გარემოცვაში ყოფნა.
კრისტინა რიჩი
მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სერიალით "ადამსების ოჯახი", სტრესის მოსახსნელად რთავს საყვარელ მუსიკას მაქსიმალურ ხმაზე და ძაღლებთან ერთად ცეკვავს. მსგავსი აქტივობა დაღლილობისგან განთავისუფლებაში ეხმარება. კრისტინა გვარწმუნებს, რომ მთავარია ამ დროს არავინ გვხედავდეს, რადგანაც კომიკურად მოვეჩვენებით.