რეპერი და დიზაინერი კანიე უესტი სახელის შეცვლაზე დაფიქრდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უესტმა ინოვაციების ერთ-ერთ ფესტივალზე გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა ცოტა ხნით სახელი შეიცვალოს და „ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი კანიერ უესტი“ გახდეს.
„ხალხი იძახის, რომ უზრდელობაა საკუთარ თავს მილიარდერი უწოდო. შესაძლოა სახელი ლეგალურად შევიცვალო და ერთი წლით ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი კანიე უსტი გავხდე, სანამ ყველანი არ მიხვდებით ზუსტად რაშია საქმე“, - თქვა რეპერმა.
უესტმა სახელი დროებით 2018 წელსაც შეიცვალა და Ye გახდა.