მაილი საირუსმა ვოკალურ ნაკეცებზე ოპერაცია გაიკეთა

მაილი საირუსმა ვოკალურ ნაკეცებზე ოპერაცია გაიკეთა

ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა ვოკალურ ნაკეცებზე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. ის საავადმყოფოში ჯერ კიდევ ოქტომბერში გლანდების ანთების გამო მოხდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ვოკალურ ნაკეცებზეც ჰქონდა პრობლემა. ამის შესახებ ინფორმაციას Pეოპლე-ი წყაროებზე დაყრნდობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მომღერალმა ამ პრობლემის შესახებ მრავალი წლის განმავლობაში არაფერი იცოდა. საავადმყოფოში მას უთხრეს, რომ ოპერაცია წლის ბოლომდე უნდა გაეკეთებინა.

გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ მომღერალს მოუწევს მომავალ წლამდე ახალ ალბომზე მუშაობის შეჩერება.