ცნობილ მომღერალ მადონას თაყვანისმცემელი სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნეიტ ჰოლანდერმა 3 ბილეთი შეიძინა პოპის დედოფლის კონცერტზე, რომელიც 17 დეკემბერს მაიამიში უნდა ჩატარდეს. კონცერტი 20:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 23 ოქტომბერს მადონამ კონცერტის დაწყების დრო 22:30 საათზე გადაწია.
ჰოლანდერი აცხადებს, რომ ამით მომღერალმა მას ზარალი მიაყენა. ბილეთებში მან 1000 დოლარზე მეტი გადაიხადა, ახლა კი ასე გვიან კონცერტზე წასვლა არ სურს. ორგანიზატორები მისთვის თანხის დაბრუნებაზე უარს აცხადებენ, ამიტომ ის სასამართლოში ჩივის.
მადონას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.