აშშ-ში თეატრისა და კინოს მსახიობი ლორელ გრიგსი 13 წლისა გარდაიცვალა. The New York Times-ის ცნობით, მას ასთმის შეტევა დაემართა.
ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ლორელ გრიგსის დებიუტი ბროდვეიზე 6 წლის ასაკში შედგა. ის დადგმა „კატებში“ სკარლეტ იოჰანსონთან ერთად მონაწილეობდა.
შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი გადაიღეს სერიალებში „ლუი“, „გუპი და ბუშტები“. ასევე ის მონაწილეობდა საღამოს შოუში და ვუდი ალენის ფილმში „ნაღები საზოგადოება“