„რუსულ–ჩინური პარტნიოროება რთული პრობლემა იქნება უკვე ამერიკისთვის“

„რუსულ–ჩინური პარტნიოროება რთული პრობლემა იქნება უკვე ამერიკისთვის“

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ასეთი კარიერული დიპლომატის ელჩად დანიშვნა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩინეთისთვის. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ამ დაპირისპირებაში ჩინეთი ჯერჯერობით პასიური მხარეა, იქცევა აზიურად, არ ავლენს თავის მისწრაფებებს, მაგრამ ამერიკას აძლევს საშუალებას იაქტიუროს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ამერიკის ახალი ელჩი, კელი დაგნანი ამბობს, რომ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება. რამდენად ნიშანდობლივია და ამავე დროს სახიფათო ამერიკისთვის ჩინეთის გაძლიერება საქართველოში?

რამაზ საყვარელიძე: პირობითად რომ ვთქვათ, ჩინეთთან არასისხლიანი ომი უკვე დიდი ხნის გამოცხადებული აქვს ამერიკას. ქართულმა თემამ ამ კონტექსტში გაიელვა პომპეოს ცნობილი ინტერვიუს დროსაც, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობა ამერიკის ინტერესთან დააკავშირა. მაშინ პომპეომ თქვა, რომ ამ პორტის მშენებლობა და საქართველო დაცული უნდა იყოს რუსული და ჩინური გავლენისგანო, რითაც ეს ორი წერილი გამოიკვეთა.

ამ შემთხვევაში პომპეოს ხაზი გააგრძელა მომავალმა ელჩმა?

– ფაქტიურად ასეა. რაც შეეხება ობიექტურ ვითარებას, რა დევს დაპირისპირების საფუძვლად? – ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩინეთი გაუტოლდა ამერიკას, ჯობნის კიდეც და მათი კონკურენცია აისახება საერთაშორისო არენაზე, ძირითადად გავლენებზე. ყველა ტიპის გავლენა განსაკუთრებით აზიაში ჩინეთს მეტი აქვს, ამერიკას ნაკლები. გავლენის სფეროების გეოგრაფია ფაქტიურად აიძულებს ამერიკას, რომ უფრო მკვეთრი დაპირისპირება გამოუცხადოს ჩინეთს.

ამ დაპირისპირებაში ჩინეთი ჯერჯერობით პასიური მხარეა, იქცევა აზიურად, ანუ ჯერ არ ავლენს თავის მისწრაფებებს, მაგრამ ამერიკას აძლევს საშუალებას იაქტიუროს. როდის გამოიყენებს ამერიკის აქტიურობას უკვე იმისთვის, რომ რაღაც მანევრი ჩაუტაროს, ამას მომავალი გვანახებს. ამ დაპირისპირებაში წამყავნი არ იქნებოდა მარტო ეკონიმიკა, ჩინეთს რომ ჰქონდეს ძლიერი სამხედრო პოტენციალი.

ანუ, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის შერწყმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს?

– რასაკვირველია. ამასთანავე ამერიკის ინტერესშია და მას სჭირდება ჩინეთში განთავსებული ამერიკული კამპანიების ამერიკაში დაბრუნება, იმიტომ, რომ ეს კომპანიები ჩინეთს აძლიერებს და ფაქტიურად გამოდის, რომ ამერიკული კაპიტალი ნაწილობრივ მუშაობს ჩინეთის გაძლიერებაზე, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს თავად ამერიკას. ტრამპს აქვს ეს ამოცნა, დემოკრატებისგან განსხვავებით, რომლებიც პედალირებას უკეთებდნენ იმ ამოცანას, რომ კაპიტალი გატანილი ყოფილიყო ამერიკის გარეთ, რადგან წარმოება ეკოლოგიურად არასასურველია ქვეყნისთვის.

ტრამპმა ეს ეკოლოგიური მოტივი გადადო და პირიქით შეატრიალა ფორმულა, რომ წარმოება უნდა დაბრუნდეს ამერიკაში. ამ წარმოების ხარჯზე ეკონომიურად გაძლიერდეს ამერიკა და არა ქვეყნები, რომლებიც ხვალ შეიძლება ამერიკისთვის სახიფათო აღმოჩნდნენ. ამ კონტექსტში არის ამერიკის ბრძოლა ჩინურ თემებთან უფრო და უფრო გამწვავებული.

როდესაც ახალი ელჩის მიერ ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ ამერიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საზოგადოების მდგრადობის გაზრდას, რათა საქართველომ შეძლოს მზარდი ჩინური და რუსული გავლენისგან თავის დაღწევა, გამოდის, საქართველო ხდება არა მხოლოდ რუსეთამერიკის, არამედ ჩინეთამერიკის ინტერესთა კონფლიქტის ობიექტიც?

– რა თქმა უნდა. ჩინეთმა უკვე ჩართო საქართველო აბრეშუმის გზის რესტავრაციის გეგმაში და ინტენსიურად იბრძვის ამ გეგმის განხორციელებისთვის. მათ შორის პორტების მშენებლობაში. ერთ–ერთი ვინც იბრძოდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებისთვის, იყო ჩინეთი. ჩინეთის დაფინანსებული ანაკლიის პორტი ამერიკისთვის მიუღებელი იყო. მიუღებელი იყო იმ მიზეზების გამო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე მიუღებელი იყო იმის გამოც, რომ გაძლიერებული ჩინეთი შავი ზღვის რეგიონში, რადგან როგორ პოლიტიკურ კურსს შეუწყობს ხელს, უკვე რუსეთთან მიმართებაში ეს არავინ იცის. შეიძლება რუსეთის პარტნიორი აღმოჩნდეს. რუსულ–ჩინური პარტნიოროება რთული პრობლემა იქნება უკვე ამერიკისთვის. ის, რომ ჩინეთი რუსეთთან მიმართებაში მკვეთრ პოზიციას არ იკავებს და პირიქით, ხშირად ამჟაღვნებს მასთან პარტიორობის ნიშანს, ეს მიუღებელი გახდა ამერიკისთვის. ჩინეთი მგრძნობიარე არ არის იმის მიმართ, რომ დემოკრატია მინიმუმადე აქვს დაყვანილი და ამიტომ სხვების არადემოკრატიულობა არ ადარდებს.

ამერიკისთვის კი, დემოკრატია ის იდეოლოგიური ნიშაა, რომელიც მერე გადამწყვეტი ხდება სხვა ქვეყნებთან მის ურთიერთობაში. თუ ამერიკა თავის საგარეო იდეოლოგიას დემოკარატიის კრიტერიუმებზე ააგებს, მაშინ ჩინეთი მას დაუპირისპირდება. ერთ–ერთი საკვანძო საკითხი არის დემოკრატია, სადაც ჩინეთ–რუსეთი შეიძლება ერთ მხარეს აღმოჩნდეს და ადვილად თქვან უარი ამერიკაზე, რომელიც გულს უწყალებს ჩინეთს და რუსეთს ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ.

როგორ ხსნით ჩინეთის მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ, ეს მხოლოდ აბრეშუმის გზა არის?

– არა მარტო აბრეშუმის გზა. ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ აიხსნება მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით. ამერიკას იგივე სტრატეგიული ადგილმდებარეობა განა არ აინტერესებს, მაგრამ ამის მერე იდეოლოგია ემატება ამ ინტერესს. მარტო დემოკრატიას ჩვენ იქამდეც ვიძახდით, სანამ ნავთობსადენი გაიხსნებოდა და სანამ ანკლიის პორტის ბოლო პერიოდი დადგებოდა. სოხუმი ისე დაეცა, რომ ამერიკას რეაქცია არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დემოკრატიის დამცველებად გამოცადებული გვქონდა თავი. უკვე, როდესაც ჩვენი საკორიდორო ფუნქცია გამოიკვეთა აზიასა და ევროპას შორის კავშირის თვალსაზრისით, ამერიკის რიტორიკაშიც წინა პლანზე წამოიწია იმან, რომ ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით.

გარდა იმისა, რომ ისაუბრა ჩინეთის გაძლიერებაზე, შეეხო რუსეთის ოკუპაციას და მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები. დაგნარის განცხადებით, აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ამბობს, რომ შეეცდება საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს გაძლიერებაში. როგორ ფიქრობთ, ფრაზასაქართველოს გაძლიერება, ეს შეიძლება იყოს საქართველოს სამხედრო მდგრადობის გაზრდა?

– ოკუპანტებთან დიალოგის ეს სტილი თითქმის სავალდებულო გახდა, მაგრამ მისი დანიშვნა არის ნიშანდობლივი იმ პერიოდში, როდესაც ანაკლიის თემამ წამოიწია. ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ, ყირიმის პორტები რუსეთმა დაიკავა და ამითი დომინირებული მდგომარეობა მიიღო შავი ზღვის არეალში. რუსეთის დემონირებამ დააფიქრა ამერიკა და ჩათვალა, რომ აუცილებელია დაბალანსება. ასეთი ბალანსისთვის მას სჭირდება პორტი. პორტისთვის სჭირდება ქვეყანა, სადაც შეიძლება გაკეთდეს პორტი.

როგორც ჩანს, თურქეთი ბოლომდე საიმედო პარტნიორი არ არის. ინტერესის ფოკუსირება მოხდა საქართველოზე. ამ ფონზე დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაინიშნა ელჩი. ელოდნენ იმ პერიოდის მომწიფებას, როცა გაარკვევდნენ, რა პროფილის ელჩი იქნება საჭირო ამერიკისთვის საქართველოში. ეს ელჩი მომწიფდა ანაკლიის პორტის სახით და შესაბამისად, დაინიშნა ელჩი, რომელიც საზღვაო სამხედრო საკითხებში არის კომპეტენტური. ჩემი აზრით, ასე იგება ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნის მოტივაცია.

კიდევ ერთი თემა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ელჩმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, აუცილებელია ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა. ეს განცხადება ადასტურებს, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია როგორი იქნება პოლიტიკურ ძალთა ბალანსი 2020 წელს, მაგრამ ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ მესამე ვადით იქნება არჩეული მმართველი ძალა, რაც საქართველოს შემთხვევაში იქმება უპრეცედენტო მოვლენა, თუ ამერიკა შეიძლება ფიქრობდეს შემცვლელზე, რომელიც ამ ეტაპზე არ ჩანს?

– ეს განცხადება არ გულისხმობს იმაზე მეტს, ვიდრე ნათქვამია. ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ იტყოდა და მით უმეტეს ამერიკის, რომ მე ჩამოვდივარ იმისთვის, რომ არადემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდესო. რა თქმა უნდა, იტყვის, რომ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ამის ხელშეწყობა გულისხმობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას. ლოგიკურად სხვა ვერსიები გამორიცხულია. რაც შეეხება მესამე ვადას, მე მგონია, რომ აქ კანონზომიერება დაირღვევა და მესამე ვადით არჩეული იქნება „ქართული ოცნება“ და ამას მაფიქრებინებს შუალედური არჩევნების შედეგები. შუალედურ არჩევნებში ჩანს ოპოზიციის სისუსტე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივია, მოიგებს ხელისუფლება.