თაკო ჩარკვიანი: ფილმთან დაკავშირებულ ატეხილ აჟიოტაჟზე ისე მეცინება, რომ ვხარხარებ 

თაკო ჩარკვიანი: ფილმთან დაკავშირებულ ატეხილ აჟიოტაჟზე ისე მეცინება, რომ ვხარხარებ 

ის, რაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" პრემიერის გარშემო ხდება, იმპერატიული კრეტინიზმია, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელმა განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებულ ატეხილ აჟიოტაჟზე ისე მეცინება, რომ ვხარხარებ. ვამაყობ იმით, რომ პოეტის შვილი ვარ. ჯანსუღი არის სახალხო პოეტი და ხალხისთვის საყვარელი სტრიქონების ავტორი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვარ „ცისკრის" რედაქტორის ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი. „ცისკარმა" 12 წლიანი ეპოქა შექმნა. ეს არის იმ პერიოდის მწერლებისა და პოეტების სიტყვები. ასეთი თამამი ანტისაბჭოთა ნაწარმოებები, რაც „ცისკარში" იბეჭდებოდა, არცერთ ჟურნალ-გაზეთს არ ახსოვს.

იყო ასეთი კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი, რომლის ძალიან ცნობილი წერილი დაიბეჭდა, მაშინ როდესაც „ცისკარში" ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია" დაიბეჭდა, რომლის პირველი მკითხველები დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალი სიტყვის ფასი არაფერია და ამის ფასი მე ბავშვობიდანვე ვიცოდი", - აცხადებს ჩარკვიანი "აიპრესთან".