“ვუშვებ, რომ ივანიშვილსა და ვასაძეს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა კონსპირაციაზე მინიშნება ღირსეული განცხადება არ არის“

“ვუშვებ, რომ ივანიშვილსა და ვასაძეს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა კონსპირაციაზე მინიშნება ღირსეული განცხადება არ არის“

თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ მაინცადამაინც საქართველოს საწინააღმდეგო რაღაც თემებზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.

ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა შეხვედრა შედგა, თუმცა მისივე შეფასებით, „კონსპირაციაზე მინიშნება ღირსეული განცხადება არ არის“.

„ამას ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც კონსპირაციაზე მინიშნება და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს“,-აცხადებს ვოლკსი.

ბიძინა ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი განცხადებების გაკეთება ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ან ელემენტარულად მაინც უპირისპირდება იმ ინტერესს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია.

„თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქობთ, რომ მაინცადამაინც საქართველოს საწინააღმდეგო რაღაც თემებზე შეთანხმდნენ“,-განაცხადა ვოლკსიმ

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ვასაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აქვს უფლება ქვეყნის მმართველი იყოს“. ამასთან, როგორც ვასაძე აცხადებს, ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა შედგა, თუმცა იგი ამ შეხვედრის შინაარს არ აკონკრეტებს და ამბობს რომ ამ შეხვედრის დეტალებს კუბოს კარამდე მიიტანს.