ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი ჯარისკაცი, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში ნინო სუხიშვილს მიმართავს:
"ნინო, თქვენ უფრო მეტი ხართ ვიდრე მთლიანად გაერო! თქვენ გმირული საქციელი ჩაიდინეთ თქვენ ეროვნული კულტის ჭეშმარიტი მეციხოვნე ხართ...
უპირველესად მინდა მთელი ერის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს დროში ალბად იშვიათი პრინციპულობისათვის.
მამათმავლური ფილმის ფსევდორეჟისორმა ვინმე აკინიმა გააჟღერა, რომ ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი აღარ არის - "ნათქვამია რომ ჰომოფობიური განცხადებების გამო დაგითხოვეს".
მე არ ვიცი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია მაგრამ მინდა საჯაროდ გითხრათ თქვენ უდავოდ იყავით უკანასკნელი ფორპოსტი ამ იდეოლოგიური და კულტურული შეტევის ზღვარზე.
დიახ, თქვენი პრინციპული მამულიშვილობის გამო ერის გულში მინავლებული ჩირაღდანი აანთეთ, თქვენ ნათელყავით, რომ ამირანივით ვნებულ ერში ყველა და ყველაფერი არ იყიდება.
ეს უკვე გამარჯვებაა და ეს ტრიუმფი თქვენ გეკუთვნით. დიახ, თქვენ სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეთ.
ერს უკვე ასე ესმის, რომ ნინო სუხიშვილი მხოლოდ თავის თავს არ ეკუთვნის, ის ინახავს ერის ფოლკლორს, ტრადიციას, გადმოცემულს საუკუნეთა მანძილზე სადაც ჩემი დიადი ერის ადათი წესი და ჩვეულება საუკუნოვან ზნეში ღაღადებს.
მე ქორეოგრაფი არ ვარ, მაგრამ ქართულ ცეკვას ხოტბა არ სჭირდება, კავკასიელი ვარ და ბუნებრივად ვამბობ ამას ასეთ მიხვრა-მოხვრის რაც ეროვნულ ცეკვაში გვაქვს ამ არტიკულაციას პედერასტი ვერასოდეს შექმნის.
თქვენ ამ ღირებულებების მრისხანე მეციხოვნე ხართ.
ნინო საფრანგეთში ვარ პოლიტიკურ თავშესაფარში, როცა სამშობლოში დავბრუნდები დიდ წითელ ვარდებს მოგართმევთ მარტო საქმისთვის კი არა, იმ სიტყვისთვის, რომელმაც ბევრის საქმეს აჯობა!!!"