გია ვოლსკი: ევროპული დონის განათლება, ამასთან ერთად სამეცნიერო ცენტრი, სამედიცინო ცენტრი არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი საქართველოსთვის აკეთებს

გია ვოლსკი: ევროპული დონის განათლება, ამასთან ერთად სამეცნიერო ცენტრი, სამედიცინო ცენტრი არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი საქართველოსთვის აკეთებს

ამ ინტერვიუს მერე, ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ, რას წარმოადგენს ეს გრანდიოზული პროექტი, რომ ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ სახელმწიფოს ექნება საშუალება კიდევ მეტი თანხა გადაისროლოს სოციალური პროექტებისათვის -  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს ეხმიანება.

მაგრამ თავად პროექტი მოემსახურება არა მარტო დღევანდელობას, არა მარტო იმ ხვალინდელ დღეს რასაც ჩვენ უნდა ვაშენებდეთ, ახალგაზრდები მიიღებენ მაღალი დონის განათლება ისე რომ, ის თანხები, რასაც სახელმწიფო ხარჯავს მათ მივლინებაში საზღვარგარეთ, აკუმულირებული იქნება საქართველოში.

ევროპული დონის განათლება, ამასთან ერთად სამეცნიერო ცენტრი, სამედიცინო ცენტრი არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი აკეთებს საქართველოსათვის ყოველგვარი ზედმეტი დაყვედრების ან თავის თავის პოპულარიზაციის გარეშე.

 მისასალმებელია და მე ვფიქრობ ეს არის მომავალი, რაც ჩვენ გვჭირდება - განათლებული თაობა, განათლებული ახალგაზრდობა , ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი სოციალური პროგრამები იმ ხალხისთვის, ვინც ამას საჭიროებს. ეს არის მთლიანობაში ყველაფერი ერთად ჩადებული ამ პროექტში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა და ქალბატონი ეკატერინა.