აშშ-ში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ქალმა ლატარიაში 12,3 ათასი დოლარი მოიგო და სიხარულისგან მოგებული ბილეთი მაღაზიაში დატოვა. ამის შესახებ გამოცემა UPI წერს.
70 წლის ქალმა სავაჭრო ცენტრში ყოფნისას ვირტუალური დოღის ბილეთი იყიდა და ოთხი ცხენის მოგებაზე დადო ფსონი. როდესაც მის მიერ არჩეულმა ცხენებმა გაიმარჯვეს, ქალმა ბილეთი მაღაზიის მოლარესთან მიიტანა. მოლარემ დაადასტურა, რომ ქალის მიერ შევსებულმა ბილეთმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც ქალი მანქანაში მყოფ მეუღლესთან გაიქცა, რათა მისთვის მოგების შესახებ ეცნობებინა.
თუმცა, მეუღლესთან მისვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ბილეთი მოლარესთან დარჩა. ის სავაჭრო ცენტრში დაბრუნდა, სადაც მოლარემ მას მოგებული ბილეთი დაუბრუნა.