ბრიტანელი პროდიუსერი ნიკ პაუელი გარდაიცვალა

ბრიტანელი პროდიუსერი ნიკ პაუელი გარდაიცვალა

ბრიტანელი მუსიკალური და კინოპროდიუსერი ნიკ პაუელი გარდაიცვალა. ის 69 წლის იყო. ამის შესახებ Variety წერს.

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური სკოლის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა. ის ოქსფორდში გარდაიცვალა.

ნიკ პაუელმა კარიერა გასართობ ინდუსტრიაში მუსიკალური მაღაზიის მფლობელის ამპლუაში დაიწყო, 1972 წელს კი ბიზნესმენ რიჩარდ ბრენსონთან ერთად მუსიკალური ლეიბლი Virgin Records-ი ჩამოაყალიბა.

1980-იან წლებში პაუელი კინემატოგრაფიით დაკავდა და თავისი კომპანია Picture Palace შექმნა. როგორც კინოპროდიუსერი, მან 60-ზე მეტ ფილმზე იმუშავა, მათ შორისაა ნილ ჯორდანის ოსკაროსანი ფილმი „სასტიკი თამაში“.