პარიზში მუსიკოსი პიტ დოერტი დააკავეს

პარიზში მუსიკოსი პიტ დოერტი დააკავეს

პარიზში ბრიტანელი როკ მუსიკოსი პიტ დოერტი ნარკოტიკების შეძენისთვის დააკავეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის სამართალდამცველებმა ის ნარკოტიკების შეძენის დროს დააკავეს და 2 გრამი კოკაინი აღმოუჩნეს. იმ მომენტში მუსიკოსი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

დოერტიმ უარი თქვა პოლიციელების მითითების დამორჩილებისთვის, თუმცა მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

პიტ დოერტი როკჯგუფ Libertines-ის გიტარისტი და ვოკალისტია.