სროლა და დაკავებები – რა ხდება კინოთეატრ ამირანთან?

სროლა და დაკავებები – რა ხდება კინოთეატრ ამირანთან?

კინოთეატრ ,,ამირანის” შესასველლთან ხმაურია, აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი ტიპის კაფსულები ისროლეს, გავრცელებული ინფორმაციით აქციის რამდენმე წევრი დაკავებულია.

აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს. მათ ნაწილს ნიღბები უკეთია.

აქციაზე ხდება პიროტექნიკის გამოყენება.

„ამირანთან“, სადაც ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

აქციის მონაწილეებმა ვერის პარკიდან „ამირანთან“ რამდენიმე წუთის წინ გადაინაცვლეს.