ელისაბედ მეორემ ნატურალური ბეწვის ტარებაზე უარი თქვა

ელისაბედ მეორემ ნატურალური ბეწვის ტარებაზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ნატურალური ბეწვის შემცველ ტანსაცმელს და აქსესუარებს აღარ შეიძენს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა განაცხადა. ეს არ ნიშნავს, რომ დედოფალი აღარ ატარებს ბეწვით გაფორმებულ ტანსაცმელს, რომელიც მას უკვე აქვს. ​ელიზაბეტის გადაწყვეტილება ცხოველების უფლებების დამცველები სიხარულით შეხვდნენ.

ოფიციალურ განცხადებამდე დედოფლის გარდერობში ცვლილებების შესახებ თავისი პირადი მკერავის, ანჟელა კელის მემუარებიდან გახდა ცნობილი. მანვე გაამხილა, ვის აქვს მონარქის პირად ოთახებში შესვლის უფლება.