ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებს. ამის შესახებ მან Harpers Bazaar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სხვა ქვეყანაში მსურს ცხოვრება და როგორც კი ჩემს შვილებს 18 წელი შეუსრულდებათ, შტატებს დავტოვებ. ახლა კი იძულებული ვარ ვიყო იქ, სადაც მათი მამაა,“-აღნიშნა მსახიობმა.
რომელ ქვეყანაში აპირებს გადასვლას, ჯოლის არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ აფრიკა ყოველთვის ძალიან მოსწონდა.