მსახიობმა სანდრა ბალოკმა და ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა მათი მონაწილეობით ყალბი კოსმეტიკური რეკლამის შექმნელებს სასამართლოში უჩივლეს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
ბალოკისა და დეჯენერესის მტკიცებით, მათი სახელები და გამოსახულება 40 კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამაში გამოიყენეს, რომელთა შესახებ თვითონ არასდროს სმენიათ.
სარჩელში ყალბი რეკლამის მაგალითებია მოყვანილი. ერთ-ერთში გამოყენებულია ელენ დეჯენერესის ფოტო და გამოგონილი ციტატა, რომელშიც ტელეწამყვანი კონკრეტულ პროდუქტს აქებს.
სარჩელი შეტანილია 100 კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომელთა სახელები და დასახელება ბალოკმა და დეჯენერესმა არ იციან.