კაილი ჯენერს და რეპერ დრეიკს რომანი აქვთ

კაილი ჯენერს და რეპერ დრეიკს რომანი აქვთ

უცხოური ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ მილიარდერ ტელევარსკვლავს კაილი ჯენერს და ცნობილ რეპერ დრეიკს რომანი  აქვთ. მათი თქმით, მათ მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ.

გამოცემა Hola-ს ცნობით, ისინი ერთად პირველად რეპერის დაბადების დღეზე დააფიქსირეს. ასევე კაილისთან დაახლოვებული სანდრო წყაროს ცნობით, წყვილი ერთმანეთს ჩუმად ხვდება და ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც კაილი ტრევის სკოტს დაშორდა.

ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.

ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი 2017 წლის გაზაფხულიდან იყვნენ ერთად და წყვილს 2018 წლის თებერვალში გოგონა, შტორმი შეეძინათ. მიმდიანარე წლის ოქტომბერში კი დაშორება გადაწყვიტეს.