"ის სულიერად აღმაფრთოვანებელია, კეთილი და მგრძნობიარე! აი რატომ შეუყვარდა!" კიანუ რივზისა და ალექსანდრა გრანტის ურთიერთობის შესახებ!

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიანუ რივზი და ალექსანდრა გრანტი ერთმანეთს ხვდებია, კიანუსთან დაკავშირებულმა სანდო წყარომ Daily Mail-თან განაცხადა, რომ კიანუმ საბოლოოდ იპოვა ის ადამიანი, რომელსაც უგებს და ესმის მისი, მისი თქმით კიანუ დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილა.

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ალბათ მილიონიდან ის ერთადერთია, რომელსაც საზოგადოება მიუხედავად მისი ულევი წარმატებისა და კარიერული წინსვლისა, მისი პიროვნული თვისებებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გამო უფრო მეტად იცნობს. ცოტაოდენ ვარკვლავს თუ ჰქონდა ისეთი ტრაგიკული ცხოვრება, როგორიც კიანუს...

მან ბავშვობაში ფიზიკური ტრავმა მიიღო, რის გამოც საოცნებო სპორტის თამაშს თავი დაანება, ადრეულ ასაკში მამამ მიატოვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შვილი დაკარგა და საყვარელი ადამიანი ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა, თუმცა მიუხედავად ამდენი პრობლემისა და სირთულისა, მისი უბრალო, მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული პიროვნული მახასიათებლები ჯერაც არ დაუკარგავს.

მის გულშემატკივრებს კი, როგორც ყოველთვის უხარიათ მსახიობის ბედნიერი დანახვა, ამიტომ სოციალურ ქსელში კიანუს ამხნევებენ და ბედნიერებას უსურვებენ.