აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, მიხაილ ბოჩარნიკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბაქოს პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და რუს ექსპერტებსა და აკადემიური ცენტრების თანამშრომლებს შეხვდნენ.

აზერბაიჯანში იმედოვნებენ, რომ რუსეთი მსგავსი „უკანონო ვიზიტების აღსაკვეთად“ ზომებს მიიღებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კარგად ცნობილი და უცვლელია.