ია კერზაიას შვილი:  ბატიაშვილი მთავრობისთვის დამოკლეს მახვილივით იყო

ია კერზაიას შვილი:  ბატიაშვილი მთავრობისთვის დამოკლეს მახვილივით იყო

მიხეილ ბატიაშვილი დღევანდელი მთავრობისთვისაც კი, დამოკლეს მახვილივით იყო, - ამის შესახებ გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ  "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა და განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა შეაფასა.

“დიდი ხანია მზადდებოდა ეს გადადგომა. იყო ეს ჩვენთვის ცნობილი. სხვა მხრივ, უბრალოდ ლოგიკა არ არის, როცა რამდენიმე თვის წინ მინისტრმა თითქოს გრძელვადიანი გეგმა წარადგინა განვითარების, როგორ შეიძლება რომ ის უცებ საკუთარი ნებით თანადემბობიდან წავიდეს. მას თანამდებობაზე ვერ დატოვებდნენ და ის დღევანდელი მთავრობისთვისაც კი, დამოკლეს მახვილივით იყო. ის დიდი დანაშაული, რომელიც მას მიუძღვის და ეს ყველასთვის ცნობილია, ასე ვერ დარჩებოდა. სიმბოლურია, რომ ზუსტად ერთი წელი გავიდა მის მიერ იმ ბრძანების ხელმოწერიდან, რითაც მე-6 სკოლაში მან გამოაგზავნა პრაქტიკულად ზონდერები”, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ,რომ განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდბობას ტოვებს.